-
ვიდეორეკლამა არის რეკლამის ყველაზე ეფექტური სახეობა. ის საუკეთესო საშუალებაა მაყურებლისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, რადგან შეიცავს როგორც ხმოვან, ასევე ვიზუალურ ინფორმაციას.
სტოპ სტარტ სტუდიო თავის მომხმარებელს სთავაზობს ვიდეოს ყველა ძირითად სახეობას:
* სატელევიზიო რეკლამა
* დოკუმენტური ფილმი
* საპრეზენტაციო ვიდეო
* მუსიკალური კლიპი
სტოპ სტარტ სტუდიო გთავაზობთ ვიდეორეკლამის შექმნას სრულ ასპექტში, დაწყებული დაგეგმარებიდან და დამთავრებული ვიდეოს გაშუქებით მასმედიის საშუალებით, რათა რეკლამამ უფრო ეფექტურად მიაღწიოს სამიზნე ჯგუფამდე. -
დიზაინი თავისი არსით უფრო ფართო და კომპლექსური მცნებაა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჟღერს. დიზაინი არის ის, რაც იზიდავს მყიდველს და იგი ბიზნესის სავიზიტო ბარათია.
ბიზნესი რომელიც ვერ გაითავისებს დიზაინის როლსა და მნიშვნელობას კარგავს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. დიზაინი ბიზნესის გარეგანი სახეა და შეუძლია სხვადასხვა კომერციული წარმატების მოტანა. მათ შორის გაყიდვების ზრდა, მყიდველთა ნდობის ამაღლება და რაც ყველაზე მთავარია - ბიზნესის იდენტურობა.
სტოპ სტარტ სტუდიოს დიზაინერული მომსახურების ფართო სპექტრი - ლოგოები, პოსტერები, ბუკლეტები, სავიზიტო ბარათები, ფლაიერები, ბანერები და ნებისმიერი სხვა დიზაინერულ სამუშაო, რომელიც თქვენს საქმიანობას გახდის წარმატებულს და უნიკალურს.
-
ინტერნეტი არის ყველაზე სწრაფად მზარდი ინფორმაციული სამყარო. მისი პოპულარობა დღითიდღე მატულობს. დღეს ვებ საიტის არ ქონა იგივეა რაც ბიზნესს არ ქონდეს ოფისი და ტელეფონის ნომერი.
21-ე საუკუნეში უმრავლესობა ამჯობინებს ინტერნეტში მოიძიოს მისთვის სასურველი პროდუქცია ან სერვისი. ვებ საიტი არის იაფი სარეკლამო საშუალება, რომელსაც საკმაოდ დიდი შედეგი მოაქვს როგორც ბიზნესისვის, ასევე მომხმარებლისთვის.
სტოპ სტარტ სტუდიო გთავაზობთ მრავალფეროვანი ვებ საიტების დიზაინსა და დამზადებას. ჩვენი ვებ საიტები გამოირჩევა კრეატიულობით და ადვილად სამართავი სისტემებით. ჩვენ გადავჭრით ვებ საიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას, დაწყებული დომეინისა და ჰოსტინგის შეძენითა და დამთავრებული საიტის ინტერნეტში გავრცელებით.









